Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი

დიეტა
პერიოდი:

    ფაქტები დიეტის ისტორიიდან  
  დიეტა ბერძნულად ცხოვრების წესს ნიშნავს, თუმცა კარგა ხანია, ამ სიტყვას ასე ფართო მნიშვნელობით აღარ ვიყენებთ – მისი წარმოთქმისას კონკრეტულად რაციონს, კვების რეჟიმს ვგულისხმობთ. თავისებურ დიეტას – მართალია, გაუაზრებლად, მაგრამ მაინც – პირველყოფილი ადამიანებიც იცავდნენ – უბრალოდ, იმას ჭამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ. მათი რაციონი მრავალი თანამედროვე დიეტოლოგის ოცნებაა: უამრავი კენკრა და ძირხვენა, ცოტა ხორცი და არავითარი შემწვარ-მოხრაკული, შესაბამისად, ნაკლები ქოლესტეროლი და ბევრზე ბევრი უჯრედისი

0 კომენტარი
 
   

    წონის კლების პრინციპები  
  გასახდომი აბებიდან მხოლოდ ორს აქვს FDA-ს (აშშ-ის წამლისა და პროდუქტების ადმინისტრაციის) სერთიფიკატი და, შესაბამისად, ოფიციალური ადგილი უჭირავს სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესენია ორლისტატი, რომელიც ცხიმის შეწოვას უშლის ხელს და სიბუტრამინი, რომელიც მადას თრგუნავს. საკუთარი ინიციატივით ამ პრეპარატების მიღებას არავის ვურჩევთ.

1 კომენტარი
 
   

    დიეტა პმს–ს დროს  
  თუკი წმს ძლიერად არის გამოხატული და ქალის არა მარტო ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე, არამედ მისი ოჯახის წევრთა განწყობაზეც აისახება, ჰორმონული თერაპიის გარეშე პრობლემას ვერაფრით გავუმკლავდებით, ხოლო როდესაც წინარემენსტრუაციული სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები სუსტია, საკმარისია, რაციონალურად ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ ან, მარტივად რომ ვთქვათ, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. როგორც ჩანს, “ჯანსაღი” ქცევა მწყობრში აყენებს ჰორმონების დისბალანსით აფორიაქებულ ორგანიზმს.

0 კომენტარი
 
   

    დიეტა მოგზაურებისთვის  
   შვებულებაში წასვლის წინ ყოველთვის ვპირდებით საკუთარ თავს, რომ იქ – პლაჟებზე თუ თვალწარმტაც ქალაქებში, ყველაფერი სხვაგვარად იქნება – და ჩვენ დავიწყებთ სწორად კვებას. მაგრამ ყოველთვის თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე ვარღვევთ პირობას. ჩვენ გაგანდობთ იმ საიდუმლოს, თუ როგორ შეინარჩუნოთ დიეტა და ამავე დროს, სიამოვნება მიიღოთ მოგზაურობისგან.

0 კომენტარი
 
   

    კლინიკა მაიოს დიეტა (8 კილოგრამი 7 დღეში)  
  თუ ზუსტად დაიცავთ დიეტას თქვენ უნდა დაიკლოთ 5 დან 8 კილოგრამამდე 7 დღეში. მთავარია ზუსტად დაიცვათ ეს დიეტა და ყველა პროდუქტი ისე მიიღოთ, როგორც კლინიკა მაოს დიეტოლოგები გვირჩევენ.
  თუ თქვენ 7 დღეში დაიკელით 8 კილოგრამი, აუცილებელია ორდღიანი შესვენება.

1 კომენტარი
 
   

    მოდური დიეტების ავ-კარგი  
  ეს მშვენიერი მეთოდი მისი შემქმნელის ჰერბერტ შელტონის სამშობლოში უკვე დიდი ხანია დაივიწყეს, ჩვენში კი დანაწევრებული კვება ჭარბ წონასთან ბრძოლისა და ფორმის შენარჩუნების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდად რჩება.

ნებადართულია ყველაფერი, ოღონდ სხვადასხვა დროს და ცალ–ცალკე: კარტოფილი კატლეტის გარეშე, პური უკარაქოდ. თუ ორი რამის ერთად დაგემოვნება მოინდომეთ, მოგიწევთ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთთან. მერე რა, თუ თეორია უკვე ას წელს ითვლის, მეცნიერებმა კი მისი ფაქტობრივი დასაბუთება ვერ მოიპოვეს!



0 კომენტარი
 
   
1  ..  2  ..  3  ..  >  ..  >>
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.