Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი

ინტერვიუ
პერიოდი:

    ედიტ პიაფი  
 

შაპნელის ბულვარზე, 19 წლის გოგონასთან მივიდა მამაკაცი და ”შეყვარებული” წყვილი ერთად გაემართა სასტუმროს ნომრისკენ. გოგონას ისეთი სახე ჰქონდა, რომ მამაკაცმა მაშინვე ჰკითხა:

- რატომ აკეთებ ამას?

- შვილის დასამარხად ფული მჭირდება. 10 ფრანკი მაკლდება, - უპასუხა დამწუხრებულმა გოგონამ.

მამაკაცმა მისცა მას ფული და წავიდა...

ასე მიაბარა მიწას ედიტ ჯოვანი გასონიმ ერთადერთი ქალიშვილი. ამიერიდან მას აღარ ეყოლება შვილები. ის გადაიტანს ოთხ საავტომობილო კატასტროფას, თვითმკვლელობის მცდელობას, სამ ჰემატურ კომას, სიგიჟის შემოტევას, შვიდ ოპერაციას, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს, ჭკუიდან გადაიყვანს მამაკაცთა ნაწილს. მოკვდება 1963 წელს ისე, რომ ორმოცდაათი წლისაც არ იქნება. თუმცა მის დაკრძალავს მთელი საფრანგეთი დაესწრება, დაიტირებს მთელი მსოფლიო, მის საფლავზე კი უბრალოდ წააწერენ - ედიტ პიაფი. 



0 კომენტარი
 
   

    ბევერლი სილსი  
  XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლადაა აღიარებული - "ამერიკული ოპერის პირველი ლედი", ასე მოიხსენიებენ მას დღესაც. ჟურნალ "ნიუ-ორკერის" მიმომხილველილი არაჩვეულებრივი აღფრთოვანებით წერდა - "მე რომ შემეძლოს რეკომენდაცია გავუწიო ტურისტებს, ნიუ ორკის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად,  ბევერლი სილსს დავაყენებდი პირველ ადგილას სხვა ღირშესანიშნაობებს შორის, უფრო მაღლა, ვიდრე თავისუფლების ქანდაკება დგას".

0 კომენტარი
 
   

    ჩარლი ჩაპლინი: წერილი ჯერალდინას  
 

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა



1 კომენტარი
 
   

    ანა გოგუაძე – გადაღება არაპროფესიონალური, 3.5 მეგაპიქსელიანი კამერით დავიწყე  
  პირველი ფოტო ნინო ქათამაძის ხელები იყო, რომელიც მის ეზოში გადავიღე. „ზენიტით“ ვიღებდი და ფოკუსი ვერ დავსვი,  სწორედ ნინოს დამსახურებაა მე რომ ფოტოგრაფიით დავინტერესდი,  შეგრძნება იყო საოცარი.. რაღაც ახალი და სულ სხვა.. არაფერს არ ჰგავდა

0 კომენტარი
 
   

    ლივ ტაილერის უბრალო ამბები  
  ლივ ტაილერის მშვენიერი მანერები არც მითია და არც ნიჭიერი ”პიარის” დამსახურება. არც ჭირვეულია, რამდენიმე საათი ტელეფონით საუბრობს ჟურნალისტთან Givenchy-ს პარიზული ოფისიდან. სასტუმროს ნომერში პატარა ბიჭუნა მაილო, ორი საუკეთესო მეგობარი და ცხელი აბაზანა ელოდება. მაგრამ ლივი არ იმჩნევს, რომ თავის ახლობლებთან ყოფნა უნდა. ”რას ამბობთ, - რბილად წარმოთქვამს ლივი. - თუ ლაპარაკი დავიწყე, მერე ვერ გამაჩერებთ”.

0 კომენტარი
 
   

    ლილი ალენი და კარლ ლაგერფელდი  
 

მეამბოხე და სკანდალისტი, ბრიტანელი მომღერალი ლილი ალენი და რესპექტაბელური მოდის სახლი Chanel-ი. მშვენიერი ალიანსია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კამერის მეორე მხარეს თავად კარლ ლაგერფელდია. რა გამოვიდა ამ ტანდემიდან, თავად განსაჯეთ.



0 კომენტარი
 
   
1  ..  2  ..  3  ..  >  ..  >>
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.