Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი

რჩევები დედებს
პერიოდი:

    დეპრესია მშობიარობის შემდეგ  
  ორსულის ჭირვეულობა ჰორმონებს ბრალდება და ნორმალურად ითვლება. მშობიარობის შემდეგ უხასიათობა და გაღიზიანება მეტწილად თავისთავად გაივლის, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სწორედ ამ დროს იჩინოს თავი მძლავრმა დეპრესიამ, უმეტესად – ბავშვის დაბადებიდან ოთხიოდე კვირაში, იშვიათად – მშობიარობისთანავე, ზოგჯერ კი – რამდენიმე თვის შემდეგ.

0 კომენტარი
 
   

    როგორ უნდა მოვუაროთ ტყუპებს  
  ტყუპის კვება ბევრს გმირობად მიაჩნია და არც ცდება. წარმოიდგინეთ დედა, რომელიც ერთდროულად ორ პაწიას აწოვებს ძუძუს. მესამე კი შესაძლოა ამ დროს საწოლში იწვეს და ტირილით იკლებდეს იქაურობას. მოდი და ნუ დაიწყებ ხელოვნურ კვებაზე ფიქრს... მაგრამ პედიატრები დაჟინებით მოითხოვენ, როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, პატარას ძუძუს წოვის სიხარულს ნუ მოაკლებთო.

0 კომენტარი
 
   

    რას იტყვის ხალხი ანუ როგორ არ ვიყოთ დამოკიდებული სხვის აზრზე  
 

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. გარშემო კი  უამრავი ადამიანია, რომლებიც ყველაზე მარტივ გადაწყვეტილებასაც კი ვერ იღებენ, სანამ ნათესავებს, ნაცნობებს, კოლეგებს, მეზობლებს და ხან სრულიად უცხო ადამიანებსაც კი არ დაეკითხებიან.

დაქალთან ერთად მაღაზიაში შევედი. ის კაბას იზომავს. ვამჩნევ, რომ ძალიან მოსწონს, მაგრამ მეკითხება:

– როგორ მოგწონს?
– არც ისე... – ვპასუხობ და ყურადღებით ვაკვირდები მის რეაქციას. იღრუბლება, კაბას იხდის და უკან აბრუნებს. მე ვაჩერებ და ვეუბნები:
– შენ ხომ მოგწონს, რა მნიშვნელობა აქვს, მე რას ვფიქრობ? რატომ არ ყიდულობ?
– რატომ? ჩემთვის შენი აზრი მნიშვნელოვანია!
– საკუთარზე მეტად? ეს კაბა მე ხომ არ უნდა ვატარო?!

ჩემი მეგობარი დაფიქრდა, მაგრამ ის კაბა მაინც არ შეუძენია.



1 კომენტარი
 
   

    საჭიროა თუ არა ბავშვების დასჯა  
 

კითხვაზე - საჭიროა თუ არა ბავშვის დასჯა ცუდი საქციელისთვის, ჩვეულებრივ, ყველა ერთგვაროვნად პასუხობს: „საჭიროა!“ აზრთა სხვადასხვაობა დასჯის მეთოდის შერჩევისას წარმოიშობა. არიან დარიგება-დაყოლიების მომხრეები, მშობლები, რომლებიც სილას საუკეთესო საშუალებად თვლიან, თუმცა, არიან სხვებიც, რომლებიც სკანდალებით, ბავშვისათვის გართობის, გასეირნებისა და ტკბილეულის აკრძალვის მუქარითაც კი ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.



0 კომენტარი
 
   

    როცა მამა სვამს  
  მსმელი ქმრების გვერდით წლობით იტანჯებიან ცოლები. მაგრამ რაღაც პიროვნული მიზეზების გამო ითმენენ ქმრის ლოთობას და არ წყვეტენ იმის ცდას, როგორმე დაიხსნან დამღუპველი დამოკიდებულებისგან. გადის წლები, და ქალები მაინც ერთი შეტევიდან მეორემდე ცხოვრობენ, წვალობენ, მაგრამ ითმენენ და ამართლებენ კიდეც ქმარს და საკუთარ მოთმინებას.

0 კომენტარი
 
   

    რატომ გასუქდა ჩემი შვილი?  
  როგორ გადავარჩინოთ ბავშვი გასუქებას?
უმეტესობა ალბათ დიეტას შემოგვთავაზებს, მაგრამ მისი დაცვა ხომ მოზრდილებსაც უჭირთ! არც ბავშვს ეყოფა ნებისყოფა, ბოლომდე დაემორჩილოს დიეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. ამასთანავე, პატარა ბუთხუზა საცდურს რომ მოარიდოს, მთელი ოჯახი იძულებული იქნება, თავადაც დიეტურ საკვებზე გადავიდეს. 

0 კომენტარი
 
   
1  ..  2  ..  3  ..  >  ..  >>
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.