Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი

საპნის ოპერა
პერიოდი:

    ვიწრო ბილიკი ( 12 ნაწილი )  
  საოპერაციო ოთახის კარი გაიღო. სავარძელი გამოაგორეს. თვალახვეული გიო იჯდა. მე და დედა მისკენ გავექანეთ.
_ დედა, გენაცვალოს, დედა გენაცვალოს, _ აღელვებული დედა მხოლოდ ამას გაიძახოდა. გიოს მიუახლოვდა მაჯაზე ხელი მოკიდა.
_ ნუ გეშინია, დედა. მაგარი ბიჭი ვარ, არ მიტირია, _ მიმქრალი ხმით უთხრა გიომ და ტუჩების კუთხეებით გაიღიმა.
_ დედა გენაცვალოს... _ ცრემლებით თვალები დაენამა დედას.

3 კომენტარი
 
   

    ვიწრო ბილიკი ( 11 ნაწილი )  
     დღესაც მატო ვიქნები. დედა დღედაღამ საავადმყოფოშია, გიოს ვერ ანაბებს თავს. ორ დღეში ოპერაციას გაუკეთებენ.
მე ძალიან დაკავებული ვარ. სკოლიდან მოვდივარ თუ არა, სადილს ვამზადებ, რომ საავადმყოფოში წავიღო. იქ ცოტა ხანს ვრჩები, გიოს ვეთამაშები. შემდეგ სახლში დაბრუნებისთანავე ფორტეპიანოს ვუჯდები და მეცადინეობას ვიწყებ. სასწავლებელში მისაღები გამოცდები ზაფხულის დასაწყისში იქნება. ძალიან მინდა მოვეწყო სამუსიკო სასწავლებელში. როდესაც ხელები მეღლება, სოლფეჯიოს მეცადინეობას ვიწყებ, საღამოს კი მუს. ლიტერატურას ვიმეორებ.

4 კომენტარი
 
   

    ვიწრო ბილიკი ( 10 ნაწილი )  
    ბოლო გაკვეთილიდან სახლში წამოვედი. ისტორიის მასწავლებელს დავეთხოვე. ბულიონის უნდა გამეკეთებინა გიოსათვის. როგორც დედამ დამარიგა, ვარია ვიყიდე და სადილის კეთება დავიწყე. ძალიან მოუსვენრად ვგრძნობდი თავს. მიმის შხამნარევი სიტყვები მაგონდებოდა სულ.
“ვისთან დაინახა, დათო? თუმცა, რა, არავისთან არ აქვს გავლის უფლება? მიმიმ კი ჩემს გასანერვიულებლად გამოიყენა ეს ამბავი. სულელია! ასეთ რამეზე ნამდვილად არ ვინერვიულებ.”

9 კომენტარი
 
   

    ვიწრო ბილიკი ( 9 ნაწილი )  
  - გირჩევდი, ცოტა ძლიერ ოჯახის შვილზე იფიქრო. ხომ ხედავ, ამიკოს შეყვარებული რა მამის შვილია. საზრუნავი არ ექნება. გზას გაუკაფავენ, სამსახურს უშოვნიან და აიწყობს ბიჭი ცხოვრებას. დახმარების გარეში ძნელია. აი, მე, ნიკა რომ არ დამხმარებოდა, სამსახურს ვერ ვიშოვიდი. ხომ იცი მამაჩვენის ამბავი, ვერავის შეაწუხებს, ერიდება. კიდევ კარგი, ნიკა გამოჩნდა... რა, გგონია, ნიკაზე ვაფრენ? ასეთი ბიჭი სულაც არაა ჩემი ოცნების გმირი. გაცილებით სიმპათიურ ბიჭებს მოვწონვარ, მაგრამ სულ არ მაინტერესებს მათი გარეგნობა. მე კარგი ცხოვრება მინდა.
- ესე იგი, სიყვარული შენთვის საქმიანი გარიგებაა.

1 კომენტარი
 
   

    ვიწრო ბილიკი ( 8 ნაწილი )  
    დათომ სახე ჩემს სახეს მიუახლოვა. მინდოდა, ხელი გამეშვა მისთვის, დავცილებულიყვავი, მაგრამ საკუთარ თავს ვერა მოვუხერხე რა. ადგილიდან არ დავძრულვარ. დათომ გაიღიმა და მისი ტუჩები ჩემს ტუჩებს დააკვდა...

0 კომენტარი
 
   

    ვიწრო ბილიკი ( 7 ნაწილი )  
  _ რა, მოატყუე დედაჩემი? _ უსიამოვნება დაილანდა ჩემს სახეზე.
_ არა, ამას როგორ გავბედავდი, _ უწყინარი კრავის გამოხედვა გაუჩნდა სახეზე,

0 კომენტარი
 
   
1  ..  2  ..  3  ..  >  ..  >>
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.