1. Skip to Menu
  2. Skip to Content
  3. Skip to Footer

თირკმლების გაწმენდის ერთი ხერხი

მომხმარებლის რეიტინგი

თირკმლების გაწმენდის ერთი ხერხიბევრი მავნე ნივთიერება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში წყალთან და საკვებთან ერთად ხვდება, გამოიყოფა თირკმლებით. თირკმელი ერთგვარი ფილტრია. ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა, არასწორი კვება და სხვადასხვა წამლის გამოყენება თანდათანობით ასუსტებს თირკმლის ფუნქციას. ამიტომ მას უნდა დავეხმაროთ - გაწმენდით.

ვრცლად...

რა სასარგებლო თვისებები აქვს რეჰანს?

მომხმარებლის რეიტინგი

rehani• რეჰანი ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს.

• აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უშლის საკვების დიდხანს დარჩენას კუჭში და აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

• ხალხური მედიცინა გვირჩევს რეჰანის აბაზანას, როგროც დამამაშვიდებელ საშუალებას.

• რეჰანის ნახარშს სვამენ ხველების, თავის ტკივილის, შარდსასქესო ორგანოების ანთების დროს.

• რეჰანის ეთერზეთს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება

• რეჰანის ზეთის არომათერიპია ხსნის სტრესს, დადებითად მოქმედებს უძილობის, მოუსვენრობის დროს.

• რეჰანის ჩაი ნერვებს აწყნარებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთი. დალიეთ ½ ჭიქა ერთ მიღებაზე. შეგიძლიათ მაქსიმუმ 4-ჯერ დალიოთ დღეში.

• ეს ჩაი კარგად მოქმედებს ღებინებისა და გულზიდვის დროსაც.

• თუ დილით თაფლიან რეჰანის ჩაის დალევთ, ენერგია მთელი დღე გაგყვებათ.

• თუ ტრანსპორტი და მგზავრობა ცუდად გხდით, თავბრუსხვევას და გულისრევის შეგრძნებას იწვევს, შეგიძიათ ღეჭოთ რეჰანის ფოთოლი მგზავრობის დროს.

• ტომსიკაში გამოკრული გამხმარი რეჰანი კარადაში კარგ სურნელს დაატრიალებს და ტანსაცმელს ჩრჩილისგან დაიცავს.

http://www.gemrielia.ge/

მკერდის თვითპროფილაქტიკა

მომხმარებლის რეიტინგი

მკერდის თვითპროფილაქტიკაჯანმრთელი და ლამაზი მკერდის შესანარჩუნებლად, ქალი ვალდებულია, მონიტორინგი აწარმოოს. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, ნებისმიერი პათოლოგიის გამოვლენაში თვითგასინჯვა დაგეხმარებათ.

სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვისთვის საუკეთესო პერიოდი მენსტრუაციის დაწყებიდან 7-10 დღეა.

დადექით სარკესთან და სარძევე ჯირკვლები გულდასმით დაათვალიერეთ. ნახეთ, ხომ არ აღგენიშნებათ კანის შეწითლება ან ჩაღმავება. დააკვირდით, ხომ არ არის შეცვლილი რომელიმე ძუძუს ფორმა. შეამოწმეთ ლიფიც. ვინიცობაა და მასზე თეთრი კვალი შეამჩნიოთ. ეს გამონადენის ნიშანია და სასწრაფოდ მამოლოგთან ვიზიტს ითვალისწინებს.

მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ხელით გასინჯვის დროს მარჯვენა ხელი ზევით ასწიეთ, მტევანი თავქვეშ ამოიდეთ და მარჯვენა ხელის თითები ძუძუს გარშემო წრიულად ამოძრავეთ. შემდეგ კი ძუძუს თავს თითები მოუჭირეთ და შეამოწმეთ, გექნებათ თუ არა გამონადენი.

თვითგასინჯვა მწოლიარე მდგომარეობაშიც შეიძლება. ტექნიკა იგივეა, მხოლოდ თავქვეშ ბალიში ამოიდეთ, რათა გულმკერდმა ცოტა მაღლა ამოიწიოს.

ბოლოს კი, მკერდის შემოწმება შხაპის მიღების პროცესშიც არის შესაძლებელი. საპნიანი თითებით სველ ზედაპირზე მოძრაობა და კვანძოვანი წარმონაქმნების აღმოჩენა საკმაოდ მარტივია.

ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

http://active.ge/