Eva.ge
საწყისი
საიტის რუკა
კონტაქტი
დამახსოვრება

  რომელი პროფესიაა ყველაზე პოპულარული?

ექიმი
იურისტი
PR მენეჯერი
სარეკლამო აგენტი
ბუღალტერი
ოპერატორი
2010-07-30 20:34:00 -

დატვირთული გრაფიკი, დროის მუდმივი დეფიციტი ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. თავისთავად ცხადია, ზარალდება კანიც: ავადმყოფური ელფერი ედება, თხელდება და ნაოჭებით იფარება. ბუნებრივია, დაბერებას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ თუ კანს გავანებივრებთ და სათუთად მოვუვლით, ნაადრევი დანაოჭებისგან ნამდვილად დავიცავთ.

...
2010-07-29 22:03:00 - Color Sensational "მდიდრული ფერი" Maybelline New York-ისგან ბრუნდება. პერლამუტრის ახალი ფერები მარგალიტის ციმციმის შთაგონებულია. ...
2010-07-28 10:04:00 - გათენდა! მაგრამ თვალის გახელაც არ გინდა. იქნებ გინდა კიდეც, მაგრამ არ ძალგიძს. შეგიძლია, დილიდან საღამომდე გმირულად იმუშაო. თუ საჭირო გახდა, თავდაყირაც დადგები, მაგრამ ისეთი მარტივი და ბუნებრივი პროცესი, როგორიც გაღვიძებაა, წარმოუდგენლად რთული გეჩვენება. არადა, თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოვა. მზეზე ადრე ეგებ ვერ წამოხტე, მაგრამ მზესთან ერთად გაღვიძება ნამდვილად აღარ დაგეზარება. ...
2010-07-27 09:54:00 - ზაფხული დიდ-პატარისთვის ყველაზე ბედნიერი დროა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა შემდგომი პერიოდიც, როდესაც დასვენებულები და დამშვენებულები განახლებული ენთუზიაზმითა და ენერგიით შევუდგებით ჩვეულ საქმიანობას. ზაფხულის არდადეგებიც ხომ იმისთვის არის, რომ მთელი წლის სამყოფი ძალ-ღონე მოიკრიბო, მომავალი შვებულების მოლოდინში ბოლომდე დახარჯო, მერე კი კვლავ დასასვენებლად გაეშურო... ...
2010-07-22 21:38:00 - გასახდომი აბებიდან მხოლოდ ორს აქვს FDA-ს (აშშ-ის წამლისა და პროდუქტების ადმინისტრაციის) სერთიფიკატი და, შესაბამისად, ოფიციალური ადგილი უჭირავს სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესენია ორლისტატი, რომელიც ცხიმის შეწოვას უშლის ხელს და სიბუტრამინი, რომელიც მადას თრგუნავს. საკუთარი ინიციატივით ამ პრეპარატების მიღებას არავის ვურჩევთ. ...
ჩარლი ჩაპლინი: წერილი ჯერალდინას

მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.

ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

...
ვრცლად »
წასახემსებელი ტორტი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ცომისთვის: კარაქი (175-200)გრ.
ფქვილი – 2,5 ჭიქა.
არაჟანი – 1 ჭიქა.
კვერცხი -1 ც.
შაქარი – 1 ს,კ.
სოდა – 1/2 ჩ.კ.

შიგთავსისთვის დაგჭირდებათ:
დაკონსერვებული ღურკანა (გარბუშა) – 1 ქილა.
ყველი – 100 გრ.
კვერცხი – 4 ც.
მაიონეზი – 6-7 ს.კ.

eva.ge-ს კულინარიულ რეცეპტებზე ზრუნავს www.gurmani.com.ge

...
ვრცლად »
ბარბარე სვანაძე

ბარბარე სვანაძე

1 წლის და 9 თვის

დათუნია პეჩენიებს ჭამის ნაცვლად აძინებს ხოლმე

...
ვრცლად »
კრუიზული კოლექცია კრუიზში ბიჭოლასგან
   ახალგაზრდა დიზაინერის კრეატიულობასა და ორიგინალურ სტილზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ თბილისში. მსგავსი შეფასებებით შეამკეს ის ამჯერადაც, თუმცა ყველაზე დიდი კომპლიმენტი დიზაინერისთვის მისი კოლექციის გაყიდვების მაჩვენებელია, რომელმაც ბიჭოლას თქმით უკვე ძალიან მაღალ ნიშნულს მიაღწია. ...
ვრცლად »
Copyright © 2007 Caucasus Online Ltd.